უკრაინის აღმოსავლეთით ეუთოს დამკვირვებლების ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის დონეცკის ოლქში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი დონეცკის მახლობლად ქალაქ მარიინკაში მოხდა, – წერს „ბი-ბი-სი“.
როგორც თავად დამკვირვებლები ყვებიან, მათ სატვირთო მანქანა შენიშნეს, რომელსაც მწვანე ხის ყუთი გადაჰქონდა. სატვირთო მანქანის პლატფორმაზე 2 შეიარაღებული მამაკაცი იდგა. ერთ-ერთმა დამკვირვებლების მიმართულებით 2 გასროლა განახორციელა.
როგორც ეუთოს განცადებაშია ნათქვამი, ტყვიები ერთ-ერთი მანქანის გვერდით, 2 მეტრის დაშორებით დაეცა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები