“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა პეტრე პოროშენკო დუელში გამოიწვია

თვითაღიარებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა იგორ პლოტნიცკმა უკრაინის პრეზიდენტი დუელში გამოიწვია. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. ასეთი უჩვეულო ფორმით პლოტნიცკი უკრაინის აღმოსავლეთით წინააღმდეგობის და ზოგადად შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების წინადადებით გამოდის.
„მოდით უძველესი სლავური ბელადების და კაზაკების მაგალითზე დუელი გავმართოთ. ვინც გაიმარჯვებს, ის კარნახობს მოწინააღმდეგე მხარეს პირობებს“, – მიწერა პლოტნიცკიმ პოროშენკოს.
დუელის ადგილის და იარაღის არჩევის საშუალება პლოტნიცკიმ უკრაინულ პრეზიდენტს დაუთმო. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება დუელის სატელევიზიო ტრანსლაციის წინააღმდეგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები