ემზარ კვიციანის ადვოკატი განმარტებას აკეთებს

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ადვოკატი მედიისთვის განმარტებას აკეთებს.
როგორც მან „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, სხვადასხვა ტელევიზიებით კვიციანის ბრალის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მისივე განმარტებით, ემზარ კვიციანს ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხის მოწყობაში ედებოდა. სხვადასხვა ტელევიზიაში არასწორი ინტერპრეტაცია გავიდა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ედებოდა ემზარ კვიციანს ბრალი. მინდა გითხრათ, რომ მას ტერორიზმში ბრალი არასოდეს ედებოდა. ასეთი რამ არ ყოფილა. მიუხედავად იმის, რომ მათ ეს რამდენჯერმე შევახსენე და კონკრეტულად ავუხსენი, თუ რაში ედებოდა კვიციანს ბრალი, მაინც ერთსა და იმავეს იმეორებენ – რომ ბრალი ტერორისტულ აქტებში ედებოდა. მას ტერორიზმში ბრალი არასოდეს ედებოდა, არც სააკაშვილის დროს და არც ახალი ხელისუფლების პერიოდში. ასეთი ბრალი არც გამოძიებას წაუყენებია და არც სასამართლოზე განხილულა ეს საკითხი. ეს არის აბსურდი“, – აღნიშნა კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს მოსამართლემ 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები