დათო კოდუამ შეხვედრები ახალსოფელში, ჯიხაშკარსა და ალერტკარში გამართა
„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
მერობის კანდიდატმა შეხვედრები ახალსოფლის, ჯიხაშკარისა და ალერტკარის მოსახლეობასთან გამართა და მათ სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
„დღეს შეხვედრები ახალსოფლის, ჯიხაშკარისა და ალერტკარის მოსახლეობასთან გავმართეთ. მოქალაქეებს წარვუდგინეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა და საკითხები, რასაც მათ სოფლებსა და უბნებში ვგეგმავთ. მიხარია, რომ ჩვენ ყველა მაჟორიტარული ოლქში წარდგენილი გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატები, რომლებიც საქმისადმი ერთგულებით და მოქალაქეების ნდობით გამოირჩევიან.
ახალსოფელი-ოფაჩხაფუ-უჩაშონა-ჯუმის მაჟორიტარობის კანდიდატია, მირანდა კიტია, ის წლებია ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომავალი თაობების აღზრდაში. ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატია, ნიკა ჩალიგავა – პროფესიით ექიმი, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი, სოფელში სარგებლობს დიდი ავტორიტეტითა და მხარდაჭერით. ალერტკარის მაჟორიტარობის კანდიდატია, გულად ესებუა – აგრონომი, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით,”- აღნიშნა დათო კოდუამ.
„ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ადმინისტრაციულ ერთეულებში, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
„2013 წლიდან დღემდე, ახალსოფელში, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს განხორციელებული, მოვაწყვეთ როგორც ცენტრალური, ასევე საავტომობილო გზები, ხიდები და ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, გარე განათება, ავაშენეთ 5 სოციალური სახლი და მოვაწყვეთ 2 თბილი ოთახი, დაგეგმილია 2 სახლის მშენებლობა და ერთი თბილი ოთახის მოწყობა. ვგეგმავთ არსებული სკვერის რეაბილიტაციას. სოფელი სრულად გაზიფიცირებულია.
მოსაგვარებელია საყუფუნიოს უბანში გზის რეაბილიტაცია და სოფლის წყალმომარაგება, ქალაქთან დამაკავშირებელი გზის ფერდობის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა.” არაერთი პროექტი განხორციელდა ჯიხაშკარსა და ალერტკარში.
„ჯიხაშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. ახალი გზები მოვაწყვეთ, როგორც ცენტრალურ ასევე შიდა საუბნო გზებზე. მდინარე ჭანისწყალზე მოეწყო ცენტრალური ხიდი, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ასევე ხიდ-ბოგირები. მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლას.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 2 ოჯახს ავუშენეთ ახალი საცხოვრებელი სახლი, ერთი სახლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დაგეგმილია კიდევ 1 სახლის მშენებლობა. რაც შეეხება პროექტ „ერთ თბილ ოთახს” საცხოვრებელი პირობები გავუუმჯობესეთ 4 ოჯახს და დაგეგმილია დამატებით ერთი პროექტის განხორციელება. სოფელში მოსაგვარებელია წყალმომარაგების პრობლება და რამდენიმე ქუჩაზე საჭიროა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ალერტკარში მოვაწყვეთ ცენტრალური საავტომობილო გზა, განხორციელდა კრიტიკული აღმართების რეაბილიტაცია, გარკვეულ უბნებში ჩავატარეთ გარე განათების სამუშაოები, მოვაწყვეთ ხიდები და ხიდ-ბოგირები, ასევე წერეთლის ქუჩაზე მოვაწყვეთ ნაპირსამაგრი. ახალი სახლი ავუშენეთ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 3 ოჯახს, ხოლო 1 ახალი სახლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ერთი თბილი ოთახი მოვუწყვეთ 1 ოჯახს, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. სკვერის მოწყობა მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე. სოფელში არაერთი საჭიროება გვაქვს, რასაც ერთობლივად მოვაგვარებთ,”- აღნიშნა დათო კოდუამ.
დათო კოდუას თქმით, სოფლებში არის გარკვეული საჭიროებებიც, რომელიც ერთობლივი მუშაობით მოგვარდება.
სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით კუხალეიშვილთან ერთად ესწრებოდა.