ზურაბ ქადაგიძე: სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც – სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან.
სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ.
როცა შენი „საქმე“ ელემენტარულ ზღვარსაც ვერ გადის, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ტყუილზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და იაფფასიან პროპაგანდაზე ხარ აგებული. მხოლოდ გრანტებს და მფარველების ინტერესებს ემსახურები.
ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც – სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია!“ – წერს ქადაგიძე.