დავით ქართველიშვილი: მამუკა მდინარაძეს, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმზე გადაღებულ მთავარ ფოტოში, მარჯვნივ ფორუმის მასპინძელი ალი ნაგიევი უდგას, მარცხნივ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ბლეიზ მეტრეველი, ამ დროს, აქ, პაატა ბურჭულაძე გვამხობს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბაქოს უსაფრთხოების ფორუმს ეხმიანება, რომელშიც მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ მიიღო მონაწილეობა.

ქართველიშვილი შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მაშინ, როცა მამუკა მდინარაძეს ფორუმზე გადაღებულ მთავარ ფოტოში მარჯვნივ ფორუმის მასპინძელი ალი ნაგიევი უდგას, მარცხნივ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სადაზვერვო სამსახურის, MI6-ს ახალი უფროსი ბლეიზ მეტრეველი, ამ დროს აქ პაატა ბურჭულაძე გვამხობს.

„უსაფრთხოების თემებში „სუულ ცოტა“ დამეჯერება და ამიტომ ვწერ, რასაც ვწერ. მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსია სულ რაღაც ორი კვირაა და ბაქოს უსაფრთხოების ფორუმზე გადაღებულ მთავარ ფოტოში მარჯვნივ ფორუმის მასპინძელი ალი ნაგიევი უდგას, მარცხნივ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სადაზვერვო სამსახურის, MI6-ს ახალი უფროსი ბლეიზ მეტრეველი. იმავე საღამოს გადაღებულ ფოტოშიც ჩანს, რომ მთავარ, საპატიო სუფრასთან ზის ნაგიევთან და მეტრეველთან ერთად.

ამ დროს აქ პაატა ბურჭულაძე გვამხობს“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები