“რა ინფორმაციაც ვრცელდება, სრული კატასტროფაა, რომ უნივერსიტეტი თურმე გამოყენებულია ფულის სატრიალებლად და შემდეგ უკვე ძალადობრივი აქციის დასაფინანსებლად” – გორდულაძე
“რა ინფორმაციაც ვრცელდება, სრული კატასტროფაა, რომ უნივერსიტეტი თურმე გამოყენებულია ფულის სატრიალებლად და შემდეგ უკვე ძალადობრივი აქციის დასაფინანსებლად”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაშავდნენ პოლიციელები. რამდენიმე ადამიანს წარუშლელი კვალი დაეტყო.
“ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა იყო. ამ ყველაფერში ჩართულ ადამიანებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყველა მოქმედებაზე. ამავდროულად, იმ ადამიანებს, მათ შორის, ელჩებსაც, რომლებიც თავიანთი მოქმედებით თუ უმოქმედობით ახალისებდნენ ძალადობას“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ხელოვნური პროტესტის ორგანიზების გაშიფრულ სქემაზე „იმედის კვირამ“ მორიგი სიუჟეტი მოამზადა და დაფინანსების ახალი დეტალები გაასაჯაროვა.