სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათისა“ და „სარფის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული მ.ქ, 1998 წელს დაბადებული ჰ.ო. და 2001 წელს დაბადებული ე.შ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მ.ქ. და ე.შ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ბრალდებულმა ჰ.ო. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები