“არ მგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს ოპოზიციაში სერიოზულად აღიქვამდნენ” – გიორგი კახიანი

“ბოლო პერიოდში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, თითქოს, კიდევ უფრო აშკარა გახდა ღია მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. თითქოს მათი რიტორიკა უფრო გამკაცრდა და უფრო შეიცვალა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის გარედანაც ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ღია გახდა. თუ ადრე რაიმე მალულად ხდებოდა, ახალა ამ ყველაფერმა უფრო ღია სახე მიიღო.

არ მგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს ოპოზიციაშიც სერიოზულად აღიქვამდნენ. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ შეიძლება, სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან არ არის სერიოზული პოლიტიკოსი, იმ დონის, რომ მის მოსაზრებებს რაიმე წონა ჰქონდეს. თუმცა ის, რომ მას სერიოზულად არ აღიქვამენ, იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც იგი რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის, ამისთვის შესაბამისი პასუხი არ მოეთხოვოს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები