ხელოვნური ინტელექტი (AI) ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება და ის საკუთარ როლს ჯანდაცვაშიც პოულობს,- ამის შესახებ, უცხოური მედია წერს.
აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში, ბავშვთა საავადმყოფოში, თერაპიული რობოტი სახელად რობინი პალატებში “დახეტიალობს” და პატარა პაციენტებს ამოწმებს.
1.2 მეტრის სიმაღლის რობინს აქვს გლუვი, თეთრი, სამკუთხა სხეული, რომელიც, მისი შემქმნელების თქმით, ჩახუტებისთვისაა შექმნილი.
რობინი 7 წლის გოგონას მსგავსად იქცევა და მეტყველებს. მისი შემქმნელების თქმით, მას შეუძლია ემოციური მხარდაჭერა გაუწიოს ხანგრძლივ მკურნალობაში მყოფ ბავშვებს, რომლებიც ხშირად მტკივნეულ პროცედურებს აწყდებიან.
შეერთებულ შტატებში, რობოტის გამოშვებიდან ხუთი წლის შემდეგ, Robin-ი ამჟამად ნაცნობი სახეა კალიფორნიის, მასაჩუსეტსის, ნიუ-იორკის და ინდიანას დაახლოებით 30 ჯანდაცვის დაწესებულებაში.
რობოტი ასევე დაინერგა ხანდაზმულთა მოვლის სფეროში, სადაც მისი შემქმნელების თქმით, ის შვილიშვილივით მოქმედებს. მოხუცებულთა თავშესაფრებში რობინი დემენციით დაავადებულ ადამიანებთან მეხსიერების თამაშებს თამაშობს, სუნთქვით ვარჯიშებს უძღვება და თანამგზავრობას სთავაზობს.