ბათუმის სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ნარჩენები გამორიყა, რამაც მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია.

დასუფთავების სამსახური სრული მობილიზებით ახორციელებს სანაპიროს მოწესრიგებას. პროცესში ჩართულია ბათუმის მერიის ორგანიზაციების სპეცტექნიკა და მუშახელი.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე – სულხან თამაზაშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი ცინცაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი – გიორგი ჭყონია.

დაიგეგმა კოორდინირებული და ეტაპობრივი მოქმედების გეგმა, რომლის ფარგლებშიც სანაპირო ზოლზე უნდპა განხორციელდეს სწრაფი და ეფექტიანი სამუშაოები, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გარემოს აღდგენა უმოკლეს ვადებში.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები