ლევან ნიკოლეიშვილი: უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის სასამართლო ქართული არასამთავრობოების საჩივრებს, ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს – NGO სექტორი რაზედაც ჩივის, სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად!
,,უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართული არასამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს”, – ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრასბურგი არ მიიჩნევს უსამართლობად არასამთავრობო სექტორის ანგარიშების დაყადაღებას, საჩივრის წარმოებაში არ მიღებით კი მისი აზრით, ვერდიქტი გამოტანილია.
„უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო ქართულ არასამთავრობოების საჩივრებს, მათი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს! საქმე მარტივადაა, NGO სექტორი რაზედაც ჩივის, რომ მათი ანგარიშები დააყადაღეს, ვინ და რატომ კი სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად! ამერიკული FARA-ს ანალოგიური ქართული კანონის მიხედვით , არასამთავრობოებმა უნდა გაასაჯაროონ მათი ფინანსები ანუ უნდა მოახდინონ თანხების დეკლარირება. თუ კი ისინი ამას არ აკეთებენ შესაბამისად ხდება მათი ანგარიშების დაყადაღება. რა ქნას სტრასბურგმა, მართლა მოცლილი კი არა, რამდენი მივა და უსაფუძვლო საჩივარს მიიტანს ყველა წარმოებაში მიიღოს, არაფერს ვამბობ ვერდიქტის გამოტანაზე, თუმცა ვერდიქტი წარმოებაში არ მიღებით პრინციპში გამოიტანა კიდეც“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.