სინაგოგაზე თავდასხმისთვის ისრაელი შურს იძიებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები, აღშფოთებული და შოკირებულია იერუსალიმის სინაგოგაში მომხდარი თავდასხმის გამო. პრემიერის განცხადებით, ეს იყო ტერაქტი, რომელიც პალესტინის ზეგავლენის შედეგად განხორციელდა. ნეტანიაჰუმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევას უყურადღებოდ არ დატოვებს და ისრაელის მოსახლეობის მკვლელობისთვის მკაცრ პასუხს გასცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების კვალს მიაგნეს. პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები აღმოსავლეთ იერუსალიმის მოსახლეები იყვნენ. ამ ტერიტორიაზე ქალაქის არაბული მოსახლეობაა კონცენტრირებული. პრემიერის განცხადებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურ მოძრაობა „ჰამასს“ და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის სინაგოგაზე დღეს დილით თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ასევე 2 თავდამსხმელი პალესტინელია, – წერს „ზე იერუსალემ პოსტი“.
ცნობილია, რომ ცულებით და დანებით შეიარაღებულმა პალესტინელებმა სინაგოგის მრევლი ამოიღეს მიზანში. ტერაქტი ჰარ-ნოფის რაიონში იერუსალიმის დასავლეთით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, 9 ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სამართალდამცველებმა დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები