ზღვის ლომის მიერ პინგვინების გაუპატიურებამ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო (ვიდეო)
ანტარქტიდის სანაპიროსთან, კუნძულ მარიონზე ზღვის ლომები ხშირად პინგვინებს აუპატიურებენ. ცხოველების უცნაური სექსუალური ქმედებების მიზეზებზე და სახასიათო ნიშნებზე ჟურნალი „ფოლარ ბაიოლოჯი“ წერს. გარდა ამისა, ზღვის ლომების ქმედებებმა „ბი-ბი-სი იორთის“ ყურადღება მიიპყრო.
არსებული მონაცემებით, პირველად მეცნიერებმა ზღვის ლომის პინგვინთან შერწყმის მცდელობა 2006 წელს შეამჩნიეს. მაშინ მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ 2 ცხოველის თამაში სქესობრივ აქტში შემთხვევით გადაიზარდა.
თუმცა მომდევნო 2 წლის განმავლობაში მკვლევარებმა კუნძულის სხვადასხვა ადგილას 3 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს. ყველა შემთხვევა ერთი სქემით განვითარდა: ზღვის ლომი პინგვინს იჭერდა და ზემოდან აჯდებოდა. შემდეგ ცხოველს კოპულაციის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა (ყოველი სქესობრივი აქტი დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა). შუალედებში პინგვინი ისვენებდა. ცნობისთვის, პინგვინები სქესობრივ კავშირში კლოაკას მეშვეობით შედიან.
თითქმის ყველა შემთხვევაში ზღვის ლომი პინგვინს უშვებდა, თუმცა ერთ-ერთ შემთხვევაში ზღვის ლომმა საკუთარი მსხვერპლი მოკლა და შეჭამა.
რაც შეეხება ამ ქმედებების მიზეზებს, მეცნიერების აზრით, ზღვის ლომებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ დედლების დაპყრობა და შესაძლოა, ასე სექსუალურ დაძაბულობას იხსნიან.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lJ2Fg9Bnz8E” width=”560″ height=”315″]