ფედერიკა მოგერინი: რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით წვლილი არ შეაქვს.
როგორც მოგერინმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულება ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მოგერინი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად აქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან.

“ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები გამყოფ ხაზებთან დაკავშირებით, ასევე, იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ვისაუბრეთ, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ფორმდება. აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთიანობას ძირს უთხრის და ნამდვილად არ შეაქვს წვლილი რეგიონში დეესკალაციის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად პროაქტიურად იმუშავებს ამ საკითხების განხილვაზე რუსეთის ფედერაციასთან”, – აღნიშნა მოგერინიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები