სოზარ სუბარი: „ძალიან ბევრი პროექტი ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად დაიძრა და ხორციელდება“

 დევნილთა მინისტრი კახა კალაძის უწყების მიერ ორი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შთამბეჭდავ მიღწევებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მიღწევები ენერგეტიკის სამინისტროს ყველა მიმართულებით აქვს. “აღსანიშნავია ერთის მხრივ ხალხისთვის გაწეული შეღავათი და 140 მილიონი ლარი, რომელიც მოსახლეობამ ორი წლის განმავლობაში დაზოგა და მეორე ინვესტიციების მასშტაბური ზრდა, რომელიც ამ სფეროში მოხდა და სადაც სერიოზული წინსვლაა იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დამოუკიდებელი იყოს. მინდა ჩემი მხრიდან გამოვყო ის ძალიან ეფექტური თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორისაა. ძალიან ბევრი პროექტი, რომელთა გადაწყვეტაც მრავალი წლის განმავლობაში შეიძლებოდა და არ გადაწყდა, რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში დაიძრა, გადაწყდა. ამ წუთში მიმდინარეობს მაგალითად, დევნილთა ჩასახლების ადგილებში გაზიფიცირების პროექტი და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან სწრაფია”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები