გურიის გუბერნატორი: “ნაციონალებმა” იძულების წესით 60 000 ლარი ჩამარიცხინეს

გურიის მხარის გუბერნატორის გიორგი ჩხაიძის განცხადებით, მან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობას“ იძულების წესით 60 000 ლარი გადაურიცხა. მისი თქმით, თუ ჩხაიძე ამ თანხას არ გადაიხდიდა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა.
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს იმ 60 000 ლარზე მიწევს საუბარი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” იძულებით გადამახდევინა. გეტყვით იმას, რომ მათი მართველობის პერიოდში, ჩემი მაშინდელი კომპანიები, ისევე როგორც საქართველოში არსებული ასობით კომპანია, მუდმივ წნეხს განიცდიდა. ხსენებული 60 000 ლარი მხოლოდ ის თანხა არ არის, რომელიც მე მათ( იგულისხმება ,,ნაციონალური მოძრაობა”) ხაზგასმით ვამბობ, იძულებით გადამახდევინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებოდი გაკოტრებულად, ან გისოსებს მიღმა.
მაშინდელი მმართველი პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით ფინანსური პოლიცია არაერთხელ შემოვიდა, კომპანიებში, სადაც ადრე ვიყავი აქციების მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასევე ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი, რათქმაუნდა კომპანიების გაკოტრების მიზნით. ჩემი აზრით ამით ყველაფერია ნათქვამი. ვფიქრობ, მაშინ ყველაზე დიდი გაღიზიანება იმ ფაქტს მოყვა, როცა მე უარი განვაცხადე ,, ნაციონალური მოძრაობის,, მიერ შემოთავაზებულ რაიმე სახის სქემაში მონაწილეობაზე, რომელიც რათქმა უნდა “ქართუ ბანკის” წინააღმდეგ იყო მიმართული. უფრო მეტიც 2005 წლიდან გავხდი „ქართუ ბანკის ,, კლიენტი და ერთ-ერთი უმსხვილესი დებიტორი. ბანკმა ,,ქართუმ,, ყველაზე უკეთ იცის, რომ მე გამჭვირვალე ბიზნესი მქონდა. ნაციონალებმა კი, ეს არ მაპატიეს და ფინანსური პოლიციის დევნის საგანი, მე და ჩემი ოჯახი არაერთხელ გაგვხადეს“ – აცხადებს გიორგი ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები