მალაიზიური ბოინგის კატასტროფის ახალი კადრები (ვიდეო)
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ მალაიზიური ბოინგის კატასტროფის წუთებში სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ეს კადრები, არსებული მონაცემებით, სოფელ გრაბოვოს მოსახლემ გადაიღო და მხოლოდ დღეს მომხდარი ავარიის 4 თვის თავზე ავრცელებს.
კადრებზე ბოლი, ნამსხვრევები და შოკირებული ადგილობრივი მოსახლეები არიან აღბეჭდილნი. ზოგიერთი მათგანი კატასტროფის ადგილისკენ წყლით ცეცხლის ჩასაქრობად მირბის.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P1gu4eiSpwI” width=”560″ height=”315″]