აშშ, იაპონია და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, აშშ, იაპონია და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ. ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავსტრალიაში “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში, ამ ორი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. მათ მოუწოდეს ყველა ქვეყანას, პატივისცემით მოეპყრონ ნაოსნობის თავისუფლებას და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტიონ საზღვაო საზღვრებზე არსებული უთანხმოებები.
როგორც “ბი-ბი”სი” წერს, ამ ორ ქვეყანასთან თავდაცვითი კავშირი წარმოადგენს ძირითად მცდელობას ამერიკისთვის, გააძლიეროს თავისი გავლენა წყნარი ოკეანის რეგიონში და გახდეს ჩინეთის საპირწინე.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთი მიიჩნევს, ქვეყნის საზღვაო საზღვარი მისი თითქმის ყველა მეზობლისთვის სადავოა.