აშშ შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას გეგმავს. ახალი თავდაცვითი ინოვაციების ინიციატივების ფარგლებში პენტაგონი აპირებს, მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტებსა და მეწარმეებს მიმართოს. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.
პენტაგონის მეთაურის თქმით, ამის განხორციელება აუცილებელია, რათა არ დაიკარგოს უპირატესობა ისეთი ქვეყნების ჯარების წინაშე, როგორებიც არის რუსეთი და ჩინეთი.
ჰეიგელი ელოდება, რომ მოდერნიზაციის გეგმებმა ტექნოლოგიურ სფეროში დიდი ნახტომი განახორციელებს, როგორც ეს 1950 წელს ატომური იარაღის შექმნისას მოხდა.