ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმები დადებითად შეაფასა

  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში 2013-2014 წლებში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა. დასკვნითი რეზოლუციით, რომელიც კომიტეტმა 12 ნოემბერს გამოაქვეყნა, ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეები დახურულად გამოცხადდა. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კახიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სისტემის წინააღმდეგ საჩივრები 60%-ით შემცირდა, ასევე იკლო ტუბერკულოზის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებმა.
“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა, რომ საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ არსებობს. ეს არის ძალიან სერიოზული წარმატება, რომელიც მიღწეულ იქნა სამინისტროში შემავალი დეპარლამენტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, რისთვისაც მინდა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები