მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ხმაურობს ისე, როგორც ხმაურობს დღეს რუსთაველის გამზირი

   ჩვენი საქართველო ხმაურობს ისე, როგორც ხმაურობს დღეს რუთაველის გამზირი, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან აქციაზე შეკრებილებს.
“ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის და მეორე, რომელიც ბაბაიას უძახის დათვს და მიყჰვება მორჩილად ბუნაგში, ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც საუბრობს თავისუფალებზე და მეორე მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერა რუსეთის აგრესიული ზრახვების, ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიდის ევროპის გზით, რომელსაც მივყავართ თავისუფლებისკენ როგორც ეს სწამდა სულხან-საბას, დავით აღაშენებელს, ილია ჭვაჭავაძეს და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელიც ნაბიჯებს კარასინს, კრემლის შიკრიკს უთანხმებს, ჩვენ უკვე ვნახეთ განსხვავება ამ ორ მოდელს შორის – ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიისწარფვის თავისუფლებისკენ და მეორე არის, რომელიც იძახის, რომ აფხაზი ერი 25 წელი ისწრაფვოდა თვითგამორკვევისკენ, ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც არ შეურიგდება ჩვენი უკრაინელი ძმების ჩაგვრას და მეორე მხრივ არის ის საქართველო, რომლის მთავრობას ერთი სიტყვა არ ამოუღია უკრაინელი ხალხის დასაცავად, ივანიშვილის ოცნებაში არის საქართველო, რომელიც არის ერთი პროვინციელის ოცნებაზე მორგებული საქართველო, რომელიც არაფრად მიჩნევს ქაქუცას, ილიას, დავით აღმაშენებლის იდეაზე დაფუძნებულ საქართველოს, ის საქართველო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ტერიტორიულად პატარაა, მაგარამ არის მისაბაძი და ანგარიშგასაწევი მტრებისთვის. ჩვენ ყველგან ვივლით დღესაც, რომ ყველა სახელმწიფოს ყურამდე მივიტანოთ ჩვენი გასაჭირი და ახალი მოკავშრეები გავიჩნოთ, ისე, როგორც დავით აღმაშენებელმა ჯვაროსნების დახმარებით მოიგო დიდგორი, ივანიშვილის საქართველოს თუ მტერი დაიპყრობს, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე. ჩვენი საქართველო ხმაურობს ისე, როგორც ხმაურობს დღეს რუსთაველის გამზირი”, განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები