მანანა კობახიძე: ასეთი ტიპის მიტინგებით და გამოსვლებით ეს საქმე არ კეთდება

  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარტიის გადარჩენის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ამით მათ გარკვეული ნიშის დაკავება სურთ.
კობახიძის თქმით, ქვეყნის დეოკუპაციისათვის მუშაობა ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს, თუმცა ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მსგავსი სახის მიტინგებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება.
ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი აქცია ეს არის პარტიის გადარჩენისკენ მიმართული ღონისძება, მათ გარკვეული ნიშის დაკავება სურთ როგორ ჩანს და ასეთ საკითხს ამოეფარნენ, რომელიც არის ძალიან სენსიტიური, მაგრამ ასეთი ტიპის მიტინგებით და გამოსვლებით ეს საქმე არ კეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები