„ნაციონალები“ თავიანთი მოსყიდული ადამიანებით აქციაზე პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან“
„ნაციონალებმა“ დიდი რაოდენობით თანხა გამოჰყვეს დღევანდელი აქციისთვის, ხალხს ფული გადაუხადეს და ასე ჩამოჰყავთ რეგიონებიდან“- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან, რომ ქუჩებში დაძაბულობის კერები შექმნან.
„ იმისთვის რომ ადამიანები შეაგროვონ დღეს რუსთაველზე საჭირო გახდა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გამოყოფა . „ ნაციონალური მოძრაობა“ მოსყიდული ადამიანებით მოახერხებს რაღაც რაოდენობის ადამიანების შეკრებას, არ გამოვრიცხავ რომ პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან რომ დაძაბულობის კერები გააჩინონ ქუჩაში და დაპირისპირების კონკრეტული ფაქტები შექმნან. მაგითად ბოკერიას გატეხილი ცხვირი აჩვენონ მთელ მსოფლიოს და თქვან როგორ უბედურ დღეშია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩაგრულის მანტია მოისხან. „ ნაციონალები“ პროვოკაციების დიდოსტატები არიან. ესენი ავანტიურის, პოლიტიკური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის კორიფეები. ამიტომაც ყველანაირ უბედურებას ველი მათგან“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით საპროტესტო აქცია იგეგმება.