ვლადიმერ პუტინი ავსტრალიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, – ამის შესახებ „იზვესტია“ იუწყება. სამიტის ოფიციალურად ხვალ, 15 ნოემბერს გაიხსნება. იმავე დღეს ვლადიმერ პუტინი პირველ სამუშაო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
კვირას „ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების მეორე სხდომა და სამუშაო სადილი გაიმართება. სახელმწიფოების ლიდერები მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები