უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ავსტრალიის სანაპიროსთან რუსეთის გემებზე უფრო მნიშვნელოვანია – მერკელი

რუსეთის სამხედრო გემების არსებობა ავსტრალიის სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მინსკის შეთანხმებების დარღვევა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ის, რაც უფრო მეტად მაღელვებს, – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაა, გარდა ამისა, მოვლენების ის შემაშფოთებელი განვითარება, რომელიც იარაღის მიწოდებას უკავშირდება. აი ეს გაცილებით უფრო მეტად მაღელვებს და სწორედ ეს იქნება განხილული G20-ის სამიტის კულუარებში“, – აღნიშნა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები