პოლონელი მამაკაცი საავადმყოფოში თავში გარჭობილი 38- სანტიმეტრიანი ჯოხით მივიდა (ვიდეო)

პოლონური საავადმყოფოს პერსონალი შოკირებული იყო, როდესაც მიმღებში მამაკაცი თავში გარჭობილი 38 -სანტიმეტრიანი ჯოხით შევიდა. ჯოხმა მამაკაცს თავის ქალა და კისერი გაუხვრიტა.
როგორც ცნობილი გახდა, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლონელი კამილ პოდვინსკი საკუთარ სახლში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. პოდვინსკის მონაყოლით, ის მიწაში ჩარჭობილ ჯოხზე დაეცა. ამასთან კამილს გონება არ დაუკარგავს და მას თავად გადაადგილება შეეძლო.
ექიმებმა ჯოხის ამოღება საკითარი ძალებით ვერ შეძლეს. ამისთვის მათ მეხანძრეები გამოიძახეს, რომლებმაც ჯოხი დაამოკლეს. შემდეგ პაციენტი თანამედროვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, თვალები და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები მამაკაცს არ დაუზიანდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gnIFJGZrqhc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები