ირაკლი ალასანია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პარტია „დამოუკიდებელი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ექვსი ყოფილი თანამშრომელის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
ალასანია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ვინც ახლა პატიმრობაში რჩება, ისინიც გათავისუფლდებიან. „რა თქმა უნდა მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის უდანაშაულო რომლებიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, გათავისუფლდება. მაშინვე როდესაც მოეხსნება საქმეს გრიფი და რეალურად ადვოკატებს მიეცემათ საშუალება დაიცვან საკუთარი კლიენტები, დაიცვან ის უდანაშაულო ხალხი საზოგადოებისთვის ყველასთვის გახდება ცნობილი, რომ არაფერი არ აქვს საერთო სამართალდარღვევასთან. მე ამის დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი ნათელი გახდება “, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები