საქართველოში ამინდი გაუარესდება – გრძელვადიანი პროგნოზი
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 16 ნოემბრამდე უნალექო და თბილი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა 16-17 ნოემბერს მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახლით, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, ითოვოს. ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„მომდევნო დღეებში უნალექო და თბილი ამინდები გაგრძელდება. ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. 16-17 ნოემბერს მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ასევე შესაძლოა, მაღალმთიან რაიონებში ითოვოს. ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ყინვები მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.