მაკა ჩიჩუასთვის უსინათლოებთან შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა

საქართველოს პირველი ლედისთვის, მაკა ჩიჩუასთვის “უსინათლოთა კავშირის” წევრებთან შეხვედრა ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული იყო.
როგორც მამა ჩიჩუამ აღნიშნა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა მათთან ითანამშრომლოს.
“არაჩვეულებრივად ხატავენ, მათი ხელნაკეთი ნივთებიც ვნახე. მე მივიჩნევ, რომ ეს ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები შეიძლება მართლა სხვა მიმართულებით იყვნენ, მაგრამ იმაში, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ვუსმინე და მაზიარეს, ნამდვილად მაღალი დონის შესაძლებლობები აქვთ”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
მისივე თქმით, აუცილებელია, ამ ადამიანების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და ინტეგრაცია საზოგადოებაში.
“ჩვენ ამაში უნდა დავეხმაროთ და ძალას არ დავიშურებ. მე მათზე ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩავერთვები და რაც კი შესაძლებელი იქნება, ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა დღეს “უსინათლოთა კავშირის” ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ და მათ უსინათლოთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები