თეა წულუკიანი – „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები უნდა შეინარჩუნონ

ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს თეა წულუკიანი. როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები უნდა შეინარჩუნონ.
კოალიცია “ქართული ოცნება მხარს უჭერდა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებად ყოფილიყვნენ “თავისუფალი დემოკრატების” წევრები, ამას მხარს მეც ვუჭერ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები