მამა ილია: საპატრიარქოს ბიუჯეტი იფლანგება – სასულიერო პირები, რომლებიც ფეხებზე ჰკიდიათ

მამა ილია ვაშაკიძე საპატრიარქოს ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. როგორც მამა ილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, არის სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები იმისა, რომ ამ თანხიდან 7%-იც კი არ იხარჯება სოციალურად დაუცველებსა და ინვალიდებზე. „დაფიქრებულხართ 29-მილიონიანი ბიუჯეტიდან იუდას სინდრომით შეპყრობილ მღვდელმთავრებს რომ ერიცხებათ და რაში ხარჯავენ ამ თანხას, მის მკაცრად გასაიდუმლოებას ცდილობენ. ბიუჯეტი კი ერის ჯიბეა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მკაცრად გასაიდუმლოების მცდელობაა, არის სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები იმისა, რომ ამ თანხიდან 7%-იც კი არ იხარჯება სოციალურად დაუცველებსა და ინვალიდებზე… სად გაგონილა, ერს ჯიბეში ჩაუყო ხელი, პირიდან ლუკმა გამოგლიჯო და არც კი გაასაჯაროო, რას ახმარ ამ პირიდან გამოგლეჯილ ლუკმას. ვიმეორებ, ყველა ჩვენგანის ჯიბიდანაა ამოღებული ეს თანხა. თავად იმსჯელეთ, გვაქვს თუ არა უფლება, ვფლობდეთ ინფორმაციას, რაში იხარჯება ეს თანხა? არ დაგიმალავთ, მეოთხედი საუკუნეა, სასულიერო პირი ვარ. ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი და მკვეთრად შეზღუდული გადაადგილების პრობლემებით. ვარ სოციალურად დაუცველი და ვიღებ ინვალიდობის პენსიას. ჩემს გარდა კიდევ არიან სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ფეხებზე ჰკიდია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბიუჯეტი კი იფლანგება. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“, – წერს მამა ილია ვაშაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები