ლევან ბერძენიშვილი: ჩვენი კოლეგების შეშფოთებაც მესმის…
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას, რომ საგანელიძის მიერ აუდიტის სამსახურიდან და პროკურატურურიდან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალების მოთხოვნა,ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას გუნდის დევნაა – დეპუტატი ლევან ბერძენიშვილის აფასებს.
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მასალების გამოთხოვაში განსაკუთრებული არაფერია და ეს ჩვეულებრივი პროცესია.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქმეების გამოძება გამჭვირვალედ მოხდეს.
“აუდისტის სამსახურიდან მასალების გამოთხოვაში მე ვერ ვხედავ ვერც ცუდს და ვერც კარგს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. საჭიროება თუ დადგება ამ საბუთებს საზოგადოება ნახავს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქმეების ძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. მეორე მხრივ, ჩვენი კოლეგების შეშფოთებაც მესმის – არ ხდებოდეს პოლიტიკური ზეწოლა. მე არ მგონია, რომ მაინცდამაინც პარლამენტის წევრები უნდა ვაქტიურობდეთ ამ სფეროში“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას პარლამენტში ანგარიშის წარდგენას სთხოვს.