„შეიძლება თამარ ბერუჩაშვილი კარგი მოხელეა, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა ვერ გახდება“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაია ფანჯიკიძის ყოფილი მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნის გამო მთავრობა გააკრიტიკა.
როგორც კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მთავრობამ აქცენტი აიღო იმაზე, რომ მაქსიმალურად მორჩილი ადამიანები ჰყავდეთ თანამდებობებზე.
„ მინისტრი არ არის მოხელე. ეს პოლიტიკური თანამდებობაა. თამარ ბერუჩაშვილი შეიძლება კარგი მოხელეა, მაგრამ ის არ არის და ვერ გახდება პოლიტიკური ფიგურა და იმ გამოწვევებს რაც მის წინაშე იქნება ის ვერ უპასუხებს. მთავრობამ აქცენტი აიღო იმაზე, რომ თავისზე დამოკიდებული ადამიანები ჰყავდეს გვერდით და არა მკვეთრად გამოხატული სუბიექტები“, – განაცხადა გიორგი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.
თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძის პოსტიდან წასვლის დღეს მასთან ერთად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ იგი „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს აღარ ტოვებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები