გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში დებატების ფორმატში გამოსვლაზე თანახმაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში დებატების ფორმატში გამოსვლაზე მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის თანხმობისა და დებატებში მონაწილეობის სურვილის მიუხედავად, პარლამენტის მიმართვის შესაბამისად, მხოლოდ სიტყვით გამოსვლაა გათვალიწინებული. პრეზიდენტის დებატების ფორმატში გამოსვლის ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის, თუმცა მათი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სიტყვით 14 ნოემბერს მიმართავს. პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები