თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების 448 აბონენტს შეეხება.
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჯავახიშვილის, ტურგენევის, საბჭოს და ჩიქობავას ქუჩების 263 აბონენტს შეუწყდება. გარდა ამისა, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, დიდუბის II შესახვევის, ხოშარაულის და თევდორე მღვდლის ქუჩების 675 აბონენტს.