იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო

 

  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი კანდიდატურა პარლამენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო. იუსტიციის საბჭოს წევრად კენჭი დავით კარიაულის კანდიდატურას ეყარა.
კარიაულის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 62-მა დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგ, თუმცა მან დამტკიცებისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. კვორუმი 100 ხმით არის განსაზღვრული.
იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში ეს ის ვაკანტური ადგილია, სადაც კანდიდატურის დამტკიცებას პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.
კონკურსი რამდენჯერმე ჩატარდა. პარლამენტისთვის შეთავაზებული იყო რამდენიმე სხვადასხვა კანდიდატი. დღემდე ყველა კანდიდატი პარლამენტმა ჩააგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები