ზურაბ აბაშიძე შესაძლოა, მარიკა ვერულაშვილმა შეცვალოს
მარიკა ვერულაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით საგანელიძე, გია ვოლსკი – “კურიერის” ინფორმაციით, ახალი ვიცე-სპიკერობის კანდიდატების რიცხვი 10-ს აღწევს. ამ 10 კანდიდატიდან ზოგიერთმა თავად გამოთქვა სურვილი, გახდეს ვიცე-სპიკერი, ზოგიერთებმა კი ასეთი შეთავაზება უმრავლესობის წევრებისგან მიიღეს. ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ეს თანამდებობა შესთავაზეს, ფიქრობს, რომ ზურაბ აბაშიძე არ უნდა შეცვალოს კოალიციაში ახალად შესული ფრაქციის წევრმა და ახალი ვიცე-სპიკერი უნდა შეირჩეს უშუალიდ “ქართული ოცნების” ფრაქციიდან.
“თუ ჩემი კოლეგები შემომთავაზებენ ამ შესაძლებლობას, განვიხილავ, მიუხედავად მარიკა ვერულაშვილის პიროვნებისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ადგილი გათავისუფლდება, იგი აუცილებლად ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს“, – აცხადებს კვაჭანტირაძე. “კურიერის” ინფორმაციით, ეს თანამდებობა შესთავაზეს ეკა ბესელიასაც, რომელმაც თავად თქვა უარი მასზე.