გიორგი ახვლედიანი: ,,ნაციონალების“ აქციის მიზანია, ხალხმა დაინახოს, რომ პარტია გადარჩა

 

   ,,ნაციონალების“ აქციის მიზანია, მოსახლეობას დაანახონ, რომ პარტია გადარჩა და ბრძოლისუნარიანობაც გააჩნიათ – ამის შესახებ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა გაზეთ ,,რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
,,ეს აქცია მიმართულია იქითკენ, აჩვენონ, რომ ცოცხლები არიან, რომ მათი პოლიტიკური გუნდი გადარჩა და თუ საჭირო იქნება, ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვლენ. მათი ლიდერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კი არ საუბრობს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ, არამედ, ამბობს, 2016 წლამდე რა დაიცდისო. ის ელოდება, რომ ხელისუფლება ძალიან მალე ხელში უნდა ჩაიგდოს“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ რეგიონებში ხალხის მობილიზება უკვე დაიწყო და მათ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდას სთავაზობს.
,,ნაციონალების“ აქციას აფხაზეთის თემატიკასთან არანაირი საერთო არ აქვს. მათ ეს თემა ნამდვილად რომ აწუხებდეთ, მაშინ კონფლიქტის ზონაში ჩავიდოდნენ და აზრს იქ გამოხატავდნენ. რაიონებიდან 50 ლარად ადამიანების ჩამოყვანა და პარლამენტის წინ აქციის გამართვა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
შეგახსენებთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა“, – აცხადებს ახვლედიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები