არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებენ

 

    არასამთავრობო ორგანიზაციები 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიის დაწყებას გეგმავენ.„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და ძალადობის წინააღმდეგ შემუშავდება საკანონმდებლო პროექტები, ასევე ჩატარდება კვლევები.
ნინო ლომჯარიას თქმით, ოჯახური ძალადობის კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებაა საჭირო.
„ოჯახური ძალადობის კუთხით კანონმდებლობა ნამდვილად საჭიროებს გამკაცრებას იმ ფონიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. ასევე ვთვლი, რომ საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების გადამზადება, ოჯახური ძალადობის საქმეების გამოძიება, შესწავლა და რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები