ბორჯომში 21 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა

 

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მცხოვრებ თორნიკე გოგოლაძეს უკვე მეცხრე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თორნიკე 3 ნოემბრის საღამოს გაუჩინარდა. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს, მეგობრებთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ნათლობაში იმყოფებოდა. როგორც მასპინძელი ოჯახის წევრები ამბობენ, თორნიკემ სუფრა საღამოს 9 საათისთვის დატოვა, ამის შემდეგ კი ის აღარავის უნახავს.
ახლობლების თქმით, არც ბორჯომში და არც წეროვანში მას კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები