ლევან კობიაშვილი: თემურ ქეცბაია უნდა წავიდეს, თუ არადა გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს

ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ურჩევს, თანამდებობა დატოვოს. ლევან კობიაშვილს მიაჩნია, რომ თუ ქეცბაია საკუთარი სურვილით არ დატოვებს თანამდებობას, მაშინ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ იტყვის, ქართული ფეხბურთი მოკვდაო. ქართულ ფეხბურთს გაპარტახებულს უწოდებს. თავის ქვეყანას და ქართველ ხალხს ეუბნება, აქ სად ჩამომიყვანეთო, იმ წამსვე უნდა დატოვოს ნაკრები და წავიდეს. სხვა შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოიქცევა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ესე იგი, ისინიც იზიარებენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას“, – წერს ლევან კობიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები