თბილისში 8 საბავშვო ბაღი აშენდება, დაგეგმილია ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაც
თბილისში რვა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დაახლოებით 16 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა, თბილისში 8 ახალი ბაღის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მისივე თქმით, რამდენიმე ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია. თორგინავას განცხადებით, გარდა ახალი ბაღების მშენებლობისა, მოხდება საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია და ამ ღონისძიებების შედეგად დედაქალაქში მომავალი წლისთვის დამატებით 4 000 აღსაზრდელი შეძლებს საბავშვო ბაღში სიარულს. თორდინავას განცხადებით, ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება.
თემურ თორდინავას ინფორმაციით, დაგეგმილია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. მისი თქმით, თითოეული ბაღის სარეაბილტაციოდ გამოყოფილი თანხა დამოკიდებული არის კონკრეტული შენობის მდგომარეობაზე. მაგილითისთვის კი N 56 საბავშვო ბაგა-ბაღი დაასახელა, რომლის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 300 000 ლარია გათვალისწინებული. თორდინავამ საუბრისას დასძინა, რომ გამოცხადდება ტენდერი და გაირკვევა რეალურად რა თანხას შესთავაზებს მშენებარე კომპანია ბაღის სარეაბილიტაციოდ მერიას.