კონფერენცია „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის’’ გაიმართა
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში კონფერენცია „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა, რომლის ფარგლებში ენერგეტიკისა და ელექტრონიკის მეორე საერთაშორისო გამოფენაც მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების კუთხით, გარემოს დაცვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, ამ მიმართულებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დასახული ხედვა გააცნო.
კონფერენციის მონაწილეებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა სამინისტროს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარების ხედვა წარუდგინა.
ღინისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.