„15 ნოემბერს აქციაზე წასვლა „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამის ხელშეწყობას ნიშნავს“

„15 ნოემბრის აქცია – ეს არის ჩვეულებრივი კორპორატიული, პარტიული პრომოუშენის მიზნით დაგეგმილი აქცია“,- აღნიშნული განცხდება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ გააკეთა.
„15 ნოემბრის აქცია ეს არის ჩვეულებრივი, კორპორატიული, პარტიული პრომოუშენის მიზნით დაგეგმილი აქცია, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს პირველ თემას საზოგადოების მისაზიდად. ნებისმიერი ადამიანის წასვლა დაგეგმილ აქციაზე ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამის ხელშეწყობას“,- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი 15 ნოემბერს რუსეთის ქმედებებს რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები