კამათი თბილისის საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

უნდა დაიხუროს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარი, – ამ თემაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატები თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას განიხილავდნენ. ამ საჩივარში თავშესაფრის ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ობიექტის გაუქმებას, ან სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ და მიზეზად ხმაურსა და ანტისანიტარიას ასახელებენ. თუმცა, საჩივარს არ ეთანხმებიან თავშესაფრის თანამშრომლები, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც, თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით, საკრებულოს გარეთ, სხდომის პარალელურად, აქცია გამართეს.
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მომჩივანებს აქვთ კომერციული მიზნები და თავშესაფის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მაღალ ფასად რეალიზება სურთ. საკრებულოს სხდომაზე ხმაურის გამო საკითხის განხილვა ვერ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები