ქვეყნის ერთ-ერთი რთული მდგომარეობის ძეგლის – სქურის ეკლესიის რეაბლიტაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ქვეყნის ერთ-ერთი რთული მდგომარეობის ძეგლის – სქურის ეკლესიის რეაბლიტაცია დაიწყო.
სქურის ეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭანის წყლის ხეობაში მდებარეობს. არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზით იგი ახლოს დგას თამარის ეპოქის ძეგლებთან, თუმცა არ არის გამორიცხული XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე სამეგრელოში ინტენსიური სამშენებლო საქმიანობის პერიოდისაც იყოს. სამუშაოების პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, ძეგლის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ივერთმშენის” სამუშაო ჯგუფი, რომელმაც რამდნიმე თვის წინ დაასრულა და პირვანდელი სახე დაუბრუნა ფუძნარის ღვთისმშობლის ტაძარს.
სქურის ეკლესიის უმძმესი ფიზიკური მდგომარეობის გამო, ძეგლზე სარესტავრაციო პროცესების მართვა საკმაოდ რთულია, თუმცა როგორც რესტავრატორები აღნიშნავენ, ძეგლის გამაგრების პირველი ეტაპი დაძლეულია შესაბამისად 2014 წლის გეგმით და გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

1459881_707572212653818_620567573764054624_n

10355810_707572209320485_5336685274233517054_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები