მინდია ჯანელიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იყო.
მხარეები მომავალში ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ევროკავშირთან მარტში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები