“სოსო ცისკარიშვილს თუ მეხსიერება ღალატობს, – “ბილობილი” მოიხმაროს“

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის სოსო ცისკარიშვილის მიერ თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრის მინდია ჯანელიძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს დამოუკიდებებლი ექპერტი ჯუმბერ კირვალიძე ეხმაურება. კირვალიძისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე, რა უფლებით და რა მიზნით აცხადებს ცისკარიშვილი, რომ ახალ თავდაცვის მინისტრს “ჩეკისტური” ბიოგრაფია აქვს. კირვალიძე მინდია ჯანელიძის ასაკზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშავს, რომ 35 წლის ჯანელიძე ვერანაირად ვერ შეძლებდა ყოფილიყო სსრკ-ის რევოლუციისდროინდელი “ჩეკას”აღზრდილი კადრი. „ამ დღეებში ქართულ საზოგადოებას გაუჩნდა კითხვა, რომ “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე” სოსო ცისკარიშვილი, რის საფუძველზე, რა უფლებით და რა მიზნით უწოდებს ახალგაზრდა 35 წლის კაცს, სახელმწიფო მოხელეს, მინდია ჯანელიძეს – “ამხანაგს”? მოგეხსენებათ, რომ მინდია ჯანელიძე ახლახან დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მანამდე იგი საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებული უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად მუშაობდა. ეს კიდევ არაფერი, “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პროფკავშირების თავმჯდომარე”, ამხანაგი ცისკარიშვილი “უფრო შორს წავიდა” და პრემიერ ღარიბაშვილის ამ საკადრო გადაწყვეტილებას, – კრემლისთვის მაამებლური უწოდა, თან დასძინა, რომ “ჩეკისტური” ბიოგრაფია აქვს ახალ თავდაცვის მინისტრსო?! საქმე ის გახლავთ, რომ ბ–ნ ჯანელიძე პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის კონტრდაზვერვის ფაკულტეტი, ხოლო დამატებითი განათლება მიღებული აქვს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. როგორც ჩანს, რადგან მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს უშიშროების აკადემია, “ამხანაგი” ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს “ჩეკისტად” ჩათვალოს და არა მარტო ის, არამედ ყველა, ვისაც კი უშიშროების უმაღლესი სასწავლებლები აქვთ დამთავრებული, მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში. ეტყობა, “ამხანაგი” ცისკარიშვილისთვის ტერმინი “ჩეკისტი” უნივერსალურია და სინონიმია, ზოგადად – მზვერავის, აგენტის და ყველა იმ ტერმინის, რომელიც მსოფლიო თანამედროვე სპეცსამსახურების პრაქტიკაშია მიღებული. თორემ, ასე რომ არ ფიქრობდეს, “ამხანაგი” ცისკარიშვილი, მაშინ, 35 წლის ჯანელიძე ვერანაირად ვერ შეძლებდა ყოფილიყო (“გვიან დაიბადა”) სსრკ–ის რევოლუციის დროინდელი “ჩეკას” (შემოკლებული სახელწოდებაა, –”ჩერეზვუჩაინაია კამისია პო ბორბე ს კონტრევოლუციეი ი საბოტაჟომ” – ის)” აღზრდილი კადრი! აი, “ამხანაგ” ცისკარიშვილთან მიმართებაში კი, “წელთაღრიცხვა” და ასაკობრივი მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ მის მიმართ ამდაგვარი ეჭვი გამოითქვას (მერე რა, რომ უშიშროების აკადემიები არა აქვს დამთავრებული, ყველა “ჩეკისტისთვის” სავალდებულო არ იყო უშიშროების კურსების გავლა) და მიმართვა – “ამხანაგიც”, სწორედაც რომ “ზედგამოჭრილია” მასზედ! მოკლედ, ყველამ საკუთარ “ტავარიშჩულ” ბიოგრაფიას მიხედოს და თუ მეხსიერება ღალატობს, – “ბილობილი” მიახმაროს!!!“- წერს კირვალიძე ფიესბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები