საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში 14 ნოემბერს სიტყვით გამოვა
ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლისა და მისი მოსმენის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღეს. 14 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება, რის შემდეგაც საპარლამენტო ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაიკავებს. პროცესი ამით დასრულდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს, ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ამაზე შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელონ, რადგან რამდენიმე წუთში პოზიციების შეჯერება რთული იქნება.
პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე სურს.